ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
დაღუპულია ერთი ქალი. ასევე ერთი ცხედარია აღმოჩენილი იერიშის შედეგად დამწვარ ავტომობილში.
პროკუდინის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი.