ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში სასმელი წყლის პრობლემის გამო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სალიბაურის დასახლებას პრობლემა თითქმის 20 წელია, აწუხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია, სხვადასხვა ხელისუფლებისგან დაპირებებს უშედეგოდ იღებენ.
„წყალი მხოლოდ ავდარში მოდის, როცა ამღვრეულია, კარგ ამინდში კი აუცილებლად გზა უნდა გადავკეტოთ, რომ ერთი-ორი საათით მოგვცენ. ყვითელი წყალი მოდის, ბავშვებს ვერ დაალევინებ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ წყალი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება, ამჯერად ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა, რაც მალე გამოსწორდება და გრაფიკი აღდგება.