ხელვაჩაურში სამასამდე ოჯახი საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვს
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ხელვაჩაურში. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრილი სამასამდე ოჯახი საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხუთი წელია არა აქვთ ნორმალურად ელექტროენერგია და არ მიეწოდებათ წყალი.
„ამ ეტაპზე მოთხოვნა ერთია – “ენერგოპრომ” უზრუნველყოს ელექტრო ენერგიით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. “ენერგოპრო” წლებია მოსახლეობას უარს ეუბნება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოსგან მათ შეიძინეს და ითხოვენ გათავისუფლებას ამ ტერიტორიის. მაგრამ ისმის კითხვა, როცა ეს ტერიტორია შეიძინეს, “ენერგოპრომ” ხომ იცოდა, რომ იქ მოსახლეობა ცხოვრობდა უკვე?”,-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც აქციაზე იმყოფება.
საპროტესტო აქცია გამაფრთხილებელია. თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ.