ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება
აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლოლილი არასრულწლოვნის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე ათეული მაშველი, მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე დამონტაჟდა განათებაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.
დღის განმავლობაში, მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს არასრულწლოვნის მშობლები.
ამასთან, მაშველებმა დღეს მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ მეწყერმა მოიყოლა.
საძიებო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოიტანეს, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.