შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დააკავეს ქალი, რომელმაც საკუთარ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მოზარდზე დედამ ფიზიკურად იძალადა. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვს აღენიშნება სხეულზე ტრავმები, ფაქტის შესახებ კი პოლიციას დედის ახლობელმა აცნობა.
არასრულწლოვანი უსაფრთხო გარემოში იმყოფება. პროცესში ჩართული არიან სოციალური მუშაკებიც.