ხელვაჩაურის მერიასთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ხმაურია.
ისინი ხელვაჩაურის მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობის შესასვლელთან ტრანსფარანტებით დგას და საკუთარ მოთხოვნებს სკანდირებს, ისმის საყვირების ხმაც.
აქციის მონაწილეთა ნაწილს ფოიეში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ნადიმ ვარშანიძე შეხვდა და აქციის ხუთ წარმომადგენელს მერთან შეხვედრა შესთავაზა.
ამასთან, ფოიეში მერიის თანამშრომელთა ნაწილი და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მერთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.