ხელოვნების სასახლეში ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ხელოვნების სასახლეში ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხელოვნების სასახლეში ქართული კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ახალი, ილუსტრირებული კატალოგისა – „ნატო ვაჩნაძე“. აღსანიშნავია, რომ მაღალი პოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.