ხელოვნების სასახლეში კატალოგის „ანბანი როგორც ისტორია" პრეზენტაცია გაიმართა
ხელოვნების სასახლეში კატალოგის „ანბანი როგორც ისტორია" პრეზენტაცია გაიმართა

ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის „ანბანი როგორც ისტორია” პრეზენტაცია გაიმართა.

კატალოგი უნიკალურ ხელნაწერებს, პირველ ნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოცემაში ბევრი ნიმუში პირველად დაიბეჭდა. წიგნში მკითხველი ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე გაეცნობა