ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრას შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გენერალი კობა კობალაძე, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანთა და დევნილთა წინაშე სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და იმ პრობლემებით დაინტერესდნენ, რომლებიც ადგილობრივ ვეტერანებს აწუხებთ. შეხვედრაზე აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტარანებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის.