ხელფასების მატების მოთხოვნით, საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა
საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა.
გაფიცვის პარალელურად, ფედერაციამ დასაქმებულებს ათენში ეკონომიკის სამინისტროს წინ შეკრებისკენ მოუწოდა, რამაც შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მოძრაობის პრობლემები შექმნას.
გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 10%-ით ზრდა, შრომითი ანაზღაურებასთან დაკავშირებული კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის 12 ათას ევრომდე გაზრდა.