ხელბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ესტონეთთან მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
20-წლამდე მამაკაც ხელბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ესტონეთთან ფრედ, 26:26 დაასრულა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველ ნახევრის შემდეგ ქართველი ხელბურთელები ერთი ბურთით წინ იყვნენ – 13:12. თუმცა მეორე ტაიმი ასევე ერთბურთიანი სხვაობით დათმეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, შვიდი გოლი ლევან ფანცხავამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო შეხვედრაში 15 ივლისს ლიეტუვას დაუპირისპირდება.