ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა - საპასუხო მატჩი 12 მაისს გაიმართება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა - საპასუხო მატჩი 12 მაისს გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და 25:27 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-15 წუთისთვის ქართველი ხელბურთელები სამი ბურთით (8:5) დაწინაურდნენ,  მაგრამ ავსტრიელებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს და ტაიმი ფრედ, 12:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი უკეთესად სტუმრებმა დაიწყეს და საწყის წუთებში ექვსბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ტაიმის ბოლოს ქართველმა ხელბურთელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 25:27 დამარცხდნენ.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ავსტრიაში 12 მაისს გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები

12. ზურაბ ცინცაძე (მეკ); 11. გიორგი ცხოვრებაძე (8 გოლი), 71. გიორგი დიხამინჯია (6), 10. ირაკლი კბილაშვილი (5), 14.  თეიმურაზ ორჯონიკიძე (4), 3. გიორგი ლაპიაშვილი (1), 18. ერეკლე არსენაშვილი (1), 5. ვახტანგ ხელისუფალი, 7. ხაზეინ რუსტამოვი, 9. გიორგი არეშიძე, 15. ირაკლი გოგოლაძე,  21. სანდრო დარსანია, 24. ზურაბ გოგავა, 34. მირიან გავაშელიშვილი, 87. დავით ნიქაბაძე (მეკ), 94. ზურიკო სიმონია.