ხელბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ავსტრიას დაუპირისპირდება - ცხოვრებაძემ გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ავსტრიას დაუპირისპირდება - ცხოვრებაძემ გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ითამაშებს – ჩვენი გუნდი 9 მაისს „თბილისი არენაზე“ ავსტრიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თამაშზე დასწრება თავისუფალია.

საპასუხო მატჩი 12 მაისს ავსტრიაში შედგება, გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

8 მაისს საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ არენაზე მატჩისწინა ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგ მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ გააკეთა:

„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მოტივირებულები ვართ. ავსტრიის ნაკრები ძლიერი მეტოქე და მაღალი დონის ხელბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მათი მოთამაშეები გერმანიის ბუნდესლიგასა და სხვა ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ. ავსტრიამ ბოლო ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

გულშემატკივრის ფაქტორი მნიშვნელოვანია. თამაშზე დასწრება თავისუფალია და გვერდში დგომა დაგვჭირდება, ამიტომ ვთხოვ ქომაგებს, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ“, – განაცხადა გიორგი ცხოვრებაძემ.