ხავიერ კოლომინა - ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კოლომინა აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.
ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.