ხათუნა ზახაშვილი - მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს
ხათუნა ზახაშვილი - მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითვლებიან იმ კატეგორიებად, რომლებსაც კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი აქვთ და თავის ექიმთან შეთანხმებით, უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების დროული ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა სრულფასოვნად მოხდება.

„ვაქცინაცია წარმოებს უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა მოხდება სრულფასოვნად. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაიტარონ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.