ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, ჩართული ვიქნები მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, თუმცა ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის
დაიწყო მოლაპარაკებები, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად და რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩანს, რომ საარჩევნოდ იქნება ორზე მეტი პოლიტიკური ცენტრი.
„ამ ეტაპზე ვფიქრობ, ჩართული ვიქნები მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.