ხათუნა სამნიძე - როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად გადართულია ძალაუფლების შენარჩუნებასა და კანონმდებლობის მორგებაზე, ის ძალიან მკვეთრ მარცხს განიცდის არჩევნებზე
ხათუნა სამნიძე - როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად გადართულია ძალაუფლების შენარჩუნებასა და კანონმდებლობის მორგებაზე, ის ძალიან მკვეთრ მარცხს განიცდის არჩევნებზე

„სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი და ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებული ცვლილებები პირდაპირ კავშირშია მომავალ არჩევნებთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, სრულად დაიქვემდებაროს როგორც სასამართლო, ასევე ცესკო, რომ გარანტირებული ჰქონდეს 2024 წლის არჩევნების გაყალბების შემდეგ შესაბამისი დასკვნა.

„მინდა, შევახსენო მათ, გადახედონ უახლოეს წარსულს. როცა ხელისუფლება მაქსიმალურად გადართულია ძალაუფლების შენარჩუნებასა და კანონმდებლობის მორგებაზე, ის ძალიან მკვეთრ მარცხს განიცდის არჩევნებზე“, – განაცხადა სამნიძემ.