ხათუნა სამნიძე - სხვადასხვა დარღვევითა თუ მანიპულაციით, „ქართულმა ოცნებამ“ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე
ხათუნა სამნიძე - სხვადასხვა დარღვევითა თუ მანიპულაციით, „ქართულმა ოცნებამ“ 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე

მე მოვაწერე ხელი დოკუმენტს და ერგულებას ვინარჩუნებ. ამ არჩევნების შემდეგ ვერ ვიქნები კმაყოფილი. ფოკუსი შეიცვალა საერთოდ რიგგარეშე არჩევნებზე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ასე თუ ისე 43 პროცენტი გადალახა.

„43% ბარიერი გადალახა „ქართულმა ოცნებამ“, ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევებით თუ მანიპულაციებით. შედეგი არის ეს. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე. „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში და იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და არ გადავა ისეთ ძალადობებზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა სამნიძემ.