ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვება არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და დასტური, რომ მათ ევროპას ზურგი აქციეს
„ქართული ოცნების“ მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ხედვა, ადგილი და მისწრაფება არის ძალიან შორს ევროპისგან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითიც „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვებას გამოეხმაურა.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ზურგი აქცია ევროპულ ოჯახს.
„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ „ევროპულ სოციალისტური პარტიის“ ოჯახში აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ წევრობასთან დაკავშირებული საკითხი. შესაძლოა, გაერიცხათ კიდეც. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ევროპული ოჯახის წევრობაზე თავად თქვეს უარი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არცერთი ევროპული ოჯახის წევრი არ არის და რომელიც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის.
როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ვერ იგრძნო ვერანაირი მხარდაჭერა, თურმე აბსურდულ რეზოლუციებზეა საუბარი, მას ავიწყდება, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა პრემიერის მხრიდან, არცერთი არ იყო ევროპული ფასეულობა და ევროპული ღირებულება. სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხი საკუთარი ევროპული ოჯახიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ დატოვონ „ევროპელი სოციალისტები“, არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპას ზურგი აქცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებების დატოვების შესახებ.