ხათუნა სამნიძე - ოპოზიციას სჭირდება სტრატეგიის გადახედვა, ამის გარეშე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს
ხათუნა სამნიძე - ოპოზიციას სჭირდება სტრატეგიის გადახედვა, ამის გარეშე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს

ოპოზიციას სჭირდება სტრატეგიის გადახედვა. ამის გარეშე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე ჯერ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„ჯერ არ არის არანაირი წითელი ხაზი ან მოლაპარაკება დაწყებული. ჩემს შეხედულებას გეტყვით და კვლევაც ადასტურებს, რომ ოპოზიციას სჭირდება სტრატეგიის გადახედვა. ერთია შინაარსობრივად სწორი გზავნილები, რომ ჩვენივე პოზიციები, თითოეული პარტიის პოზიციები გაძლიერდეს და შემდეგ მოხდეს ამ პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკება. ამის გარეშე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება, სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.