ხათუნა სამნიძე - ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან სწორია
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს პირდაპირი ტექსტებით ემუქრებოდა, თუ ის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას გაბედავდა. მის გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან სწორია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიიღო, განსაკუთრებით, იმ განცხადების შემდეგ, რომ ევრორეკომენდაციებში პრესასთან დაკავშირებული პუნქტი შეუსრულებელი იყო.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მომენტში მიიღებდა. ხშირად ამ ოპტიმიზმის გამო მაკრიტიკებდნენ. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიიღო, განსაკუთრებით, იმ განცხადების შემდეგ, რომ პრესასთან დაკავშირებული პუნქტი შეუსრულებელი იყო. ეს იქნება ნაწილობრივ შესრულებულ პუნქტში გადატანილი“, – განაცხადა სამნიძემ.