ხათუნა სამნიძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში გრიგოლ ვაშაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილების შემდეგ თანამშრომლობა არ გაგრძელდება
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს სერიოზული წვლილი მიუძღვის იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ.
თუმცა, სამნიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, პარტიიდან წასვლის თაობაზე გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების შემდეგ თანამშრომლობა არ გაგრძელდება.
„გრიგოლ ვაშაძეს სერიოზულად დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ. მისი წვლილია იმაში, რომ დავიწყეთ 2018 წელს თანამშრომლობა და ეს იმით დასრულდა, რომ ჩვენ გავაფორმეთ საარჩევნო ბლოკი „ნაცმოძრაობასთან“ და სხვა პარტიებთან ერთად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელდება“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა.