ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას მეტი არგუმენტი სჭირდება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას მეტი არგუმენტი სჭირდება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე.
როგორც ჟურნალისტებს სამნიძემ განუცხადა, იმისათვის, რომ მდგრადი საარჩევნო სისტემა იყოს და მას ნდობა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, ასეთი სახის ცვლილებები არ ხორციელდებოდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე.
„ვენეციის კომისიისთვის შექმნილი ვითარება გასაგებია და ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებები განხორციელდა კონსესუსით და გათვალისწინებულია, რომ ბოიკოტის შემდეგ მომზადდა ეს ცვლილებები. დასკვნაში ხაზს უსვამენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხს, რაზეც კითხვები გაჩნდა. კერძოდ, რა საჭიროა, მეორე მოადგილე იყოს, თუ არის ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე. ვენეციის კომისიას ამ საკითხზე მეტი არგუმენტი სჭირდება“, – განაცხადა სამნიძემ.
მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული, მეორე – პროფესიული ნიშნით არჩეული.