ხათუნა სამნიძე - კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ოპოზიციისთვის ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანაა, „ქართულ ოცნებასთან“ იმუშაოს
ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ოპოზიციისთვის ძალიან რთული, ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანაა, „ქართულ ოცნებასთან“ იმუშაოს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილებზე კომენტირებისას აღნიშნა.
სამნიძის თქმით, მთავარი გზავნილია, რომ 12 პუნქტი არის დავალება, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„დეპოლარიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ხელისუფლების და ოპოზიციის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება. ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ეს არის ძალიან რთული, ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანა ოპოზიციისთვის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ იმუშაოს. „ქართული ოცნება“ არის მიდრეკილი და გადაწყვეტილებებს ერთპარტიულად იღებს, არავის აზრი არ აინტერესებს. მთავარი გზავნილია, რომ 12 პუნქტი არის ის დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, ამის გარდა სხვა არაფერი არ ევალება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა სამნიძემ.