ხათუნა სამნიძე - 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ოპოზიცია თუ ხელისუფლება
ხათუნა სამნიძე - 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ოპოზიცია თუ ხელისუფლება

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელი – ოპოზიცია თუ ხელისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამნიძის თქმით, დასავლური ორიენტაციის ოპოზიციის მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა.

„„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან თანხვედრაშია და, სამწუხაროდ, თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვევა რუსულ პროპაგანდას. საბედნიეროდ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელი – ოპოზიცია თუ ხელისუფლება, რომელიც ქართულ საზოგადოებას დღითი დღე უმტკიცებს, რომ მას არ სურს ქვეყნის ევროპის ოჯახში გაწევრიანება. დასავლური ორიენტაციის ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ამ საკითხზე ყველანი ერთიანი ვართ. სხვადასხვა მიმართულებას რაც შეეხება, ამაზე ყველას განსხვავებული პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.