ხათუნა ხოფერია - უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა
ხათუნა ხოფერია - უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა

საქართველოს ომში ჩაბმა და საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოფერია აღნიშნავს, უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა.

„ახლა, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ!

საქართველოს ომში ჩაბმა და საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა!

უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა. ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა!

ეს რეალობაა! ეს არის ის, რაც თვალნათელია!

როდესაც ფუჭდებიან მარიონეტები, სცენაზე გამოდიან „კუკლავოდები“!

დიახ!!!…

ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში!

ისევ გააქტიურდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე ბანკ Credit Suisse-ის მხრიდან. გთხოვთ, წაიკითხოთ თანდართული წერილი, რომელშიც კარგად არის ახსნილი შვეუცარიული ბანკის მხრიდან საფუძველსმოკლებული, არაკანონიერი ფაქტები და თავად შვეიცარიის საუკუნოვანი საბანკო ურთიერთობებისა დისკრედიტაციის და თვითგანადგურების მაგალითები.

მე დეტალებში არ შევალ… რა საჭიროა, ისედაც ყველამ ვიცით, თუ როგორ ახდენენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას სანქციების დაწესებით.

მაინც რა უნდათ ივანიშვილისგან?

ერთადერთი რამ – აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც გარდაუვალს გახდის რუსეთის ჯარების საქართველოში შემოსვლას!

ანუ, ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდა! ახლა, საჭიროა, არსებული ხელისუფლების ხელით მეორე ფრონტის გახსნა!

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რუსეთს აუტკივარი თავი აატკიოს?

უნდა მოითხოვოს დიდძალი იარაღის შემოტანა საქართველოში „მშვიდობის დასაცავად“.

უნდა მოითხოვოს ნატო-ში გაწევრიანება იმავე პირობებით, როგორითაც აწევრიანებენ ფინეთსა და შვედეთს!

უნდა მოაწყოს საომარი მოქმედებების პროვოცირება ოსეთთან ან აფხაზეთთან.

უნდა აიძულოს ოსეთის ან აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლება დახმარებისთვის მიმართოს რუსეთს.

გავაგრძელო?… რა საჭიროა, ესეც კმარა, როგორც უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა!

…და არ იქნება საქართველოში უკრაინული ომის ვარიანტი… არ იქნება, რადგან თავად საქართველო არ იქნება ერთ კვირაში…

ჰო, იქნებიან პარტიზანები, ისიც თუ არ გამოიყენეს „სონცეპიოკი“ და „კინჟალი“…

არ იქნებიან ჩემი შვილები… ჩემი ლუკა, რომელიც სამხედროვალდებულია… არ იქნებიან მაგარი ბიჭები, ისეთები, აი, ლევან აბაშიძის და საშკა იოსელიანისნაირები… შინდისის ნამუსიანი ბიჭებისნაირები….

კი, ვიღაცები იქნებიან.. აი, ისეთები, უკრაინაში ტყვედ რომ ჩაბარდნენ და სიცოცხლე გადაირჩინეს…

და ვის რად უნდა ეგეთი სიცოცხლე თუ საქართველო არ იქნება?!“, – წერს ხათუნა ხოფერია.