ხათუნა ხოფერია - საქართველო ჩემთვის არის სამშობლო, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს
ხათუნა ხოფერია - საქართველო ჩემთვის არის სამშობლო, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს

პერსპექტივაში მე ასე ვხედავ, რომ ჩემი სამშობლო არის გადარჩენილი, საქართველო ჩემთვის არის სამშობლო, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„„მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტის პირველი ნაწილი, შვიდი პუნქტი უკვე გავლილია, მეორე ნაწილი ეხებოდა სავარაუდო რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შესრულდეს არჩევნების შემდეგ. იქ ძალიან კარგად არის გაწერილი ყველაფერი, რას აპირებენ და რა უნდა გააკეთონ, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ცნობს არჩევნების შედეგებს. ცნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს სერიოზულად შეუშალეს ხელი ან ისინი აფიქსირებდნენ სერიოზული დარღვევების შედეგებს, რომელიც არასანდოს გახდიდა ამ შედეგებს. ეს ორივე პუნქტი პრაქტიკულად არ შესრულდა. პრაქტიკულად ცნო ცესკო-მ, ყველამ აღიარა, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, სადამკვირვებლო ჯგუფები ამბობდნენ, რომ ყველა უბანზე შედიოდნენ, ჰქონდათ ფუნქციურ პროცესზე დაკვირვების საშუალება, იყვნენ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ რამდენადაც ვიცით, სადამკვირვებლო ჯგუფების მხრიდან სერიოზული დარღვევები შავით თეთრზე დაწერილი არ ყოფილა. მათ აქვთ სავარაუდო მოსაზრებები, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ერთი საინტერესო რამ. ამ შემთხვევაში, თუ ეს ორი პუნქტი შესრულდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საერთაშორისო ზეწოლა; და რა უნდა მომხდარიყო, ხმების გადათვლა, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების ხელმეორედ ჩატარება“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მისივე თქმით, „„მაკკეინის ინსტიტუტი“ არის ჩვეულებრივი ომის პარტიების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ უწოდა, ფასადური სახე“.

„მე როდესაც შევედი და დავინტერესდი, ამომიყარა დონორები. მსოფლიოში მოწინავე იარაღის მწარმოებელი კომპანიები არიან. ამ დირექტივებს წერს პრაქტიკულად „გლობალური ომის პარტია“, რა უნდა გაკეთდეს აქ, მაგრამ ფონი არ არის. რატომ მოხდა ძიების დაწყება? რადგან სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დავალება, რომ მიტინგები აგორებულიყო, გამოსვლები, საერთაშორისო ჩარევები, გამოვიდა და პირდაპირ ცესკო-ს დასდო ბრალი, რომ მოხდა გაყალბება, ხელისუფლებამ გაგვიყალბა არჩევნებიო. ცესკო-მ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რადგან ეს არის სახელმწიფო და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს დარღვევები. რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიდეს ბოლომდე. ეს ბრალდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, აიტაცა ორი-სამი სახელმწიფოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ამას სად მივყავართ? საერთაშორისო იზოლაციამდე, ფინანსურ კრიზისამდე, სახელმწიფოს ჩამონგრევამდე.  

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რას აკეთებთ, რატომ შეწყვიტეთ მიტინგებიო. რატომ, იცით? როგორც კი გადახვალ მათი განცხადებებიდან „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტზე, წერია, რომ მიტინგების გამო უნდა შეიქმნას აშშ-ის კონგრესის კომისია ორივე პარტიის წარმომადგენლებისგან. ეს კომისია უნდა ჩამოვიდეს, დააკვირდეს მიტინგებს, მაგრამ არ არის მიტინგები, რადგან არ გამოდის ხალხი. 7-8 ათასი კაცი არ არის ის კრიტიკული მასა, რომელსაც შეუძლია, სახელმწიფო ჩამოანგრიოს. ქართველ ადამიანს, მით უმეტეს, ახალგაზრდობას აქვს იმის შინაგანი კულტურა, რომ თავს არ მოგატყუებინებს. ისინი მივიდნენ და ხედავდნენ, რომ ხალხი მოდიოდა. მილიონ 200 ათასმა კაცმა მისცა ხმა. რამდენი ხმა გაყალბდა? ამბობენ, ბიულეტენზე უკან წერტილი ჩანდაო. ხომ არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ამ აპარატებს, რატომ არ ეკითხებიან? მარკერი არის ერთადერთი, რომელსაც აპარატი კითხულობს, მაგიტომ იყო კონვერტში ჩადებული. მე არ მინდა იმის გაგება, რომ სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ ჩემს სახელმწიფოს, ხალხს უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა. მე რატომ უნდა მომაყენონ შეურაცხყოფა, მივედი და ხმა მივეცი. მე ვარ იმ მილიონ 200 ათასიდან ერთი და არ მივცემ უფლებას, შეურაცხყოფა მომაყენონ და სახელმწიფო ჩამომანგრიონ თავზე.

ისეთი რაღაცები კეთდება საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ იდიოტები არ ვართ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ვაიმე, დემოკრატია“, დემოკრატია კი არა, ანაკლია შენდება და უნდათ, არ აგვაშენებინონ. ჩინეთი გამოვიდა, თქვა, საქართველო ჩემი პარტნიორია და ბოლომდე ვიქნები მის გვერდით, ყველა პროექტს განვახორციელებო. ეს არ უნდათ, ამის ეშინიათ, ზოგს ბრიტანეთიდან აქვს დავალება, ზოგს – გერმანიიდან. დაამთავრონ, თუ არადა, გავხსნათ ბრჭყალები. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ვართ სახელმწიფო, გავხსნათ ბრჭყალები, ამდენი სიცრუე უკვე აღარ შეიძლება. ისეთ დღეშია ხალხი, ვითომ გვაბულინგებენ. ჩვენ გაჩუმებული ვართ, ვცდილობთ, რადგან ვიცით, რომ ზედმეტად არ უნდა დავძაბოთ ვითარება, როდემდე მოვითმინოთ?!

ჩვენ, ყველანი, მივდიოდით კონსტიტუციური უმრავლესობისკენ. ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ბიუჯეტს, დაამტკიცებს ახალ მთავრობას და ასე შემდეგ. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ღირსებაც და შეასრულოს კანონი, დაიცვას კონსტიტუცია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დაარღვევს კონსტიტუციას. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, ცხოვრების მთავარი წესის დამცველის, შენი კონსტიტუციის შეურაცხმყოფელი არის შენი ოჯახის, შენი შვილების მტერი. დანარჩენი, მომავალი წლის დასაწყისისთვის ომთან დაკავშირებით ბევრი რამ გაირკვევა, იანვარში აშშ-ის არჩევნების შედეგი დაიდება, ჩინეთმა, – ჩვენ ჩვენი პროექტები გვაქვსო, ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის პალესტინა, ისრაელის და უკვე ირანის ომის საკითხი, მაგრამ რუსეთი აქტიურად არის ჩარეული.

მე პერსპექტივაში ასე ვხედავ, რომ ჩემი სამშობლო არის გადარჩენილი, ჩემი სამშობლო არის სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მისთვის საქართველო, პირველ რიგში, სამშობლოა და მერე – სახელმწიფო, ჩემთვის ეს ფორმულა აგრძელებს არსებობას“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.