ხათუნა ხოფერია - ერის და ბერის წინაშე დამნაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს, ფინალი ეს იქნება
როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„როდესაც ახალი ეროვნული იდეა გაჩნდება და საზოგადოების შერწყმის და ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება, ის ხუთასი ათასი ადამიანი, რომელმაც მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, დაფიქრდება და ამ პროცესში შემოვა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეები ამ პროცესში ვერ შემოვლენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს კოდორის ხეობა, ახალგორი და გაყიდეს დავით გარეჯი. როგორ შეიძლება, მათ საერთოდ დაველაპარაკოთ? ეს დამთავრებული ამბავია“, – განაცხადა ხოფერიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს და ვიდრე ეს არ მოხდება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება.
„ის ერის და ბერის წინაშე დამნაშავე სააკაშვილი დავით გარეჯის გაყიდვისთვის პასუხს აგებს. ფინალი აი, ეს იქნება“, – განაცხადა ხოფერიამ.