ხათუნა გოგორიშვილი - არ შეიძლება, ყველა ინსტიტუცია თბილისში იყოს თავმოყრილი
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების წინააღმდეგია. როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, ყველა ინსტიტუცია თავმოყრილი იყოს ერთად, თბილისში.
„იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი განვითარდეს, უფლებამოსილებების გადანაწილება აუცილებელია. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა ბათუმში და პარლამენტის – ქუთაისში. პირველ რიგში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის განვითარებისთვის. პარლამენტის გადმოტანის საკითხს წერტილი რაც უფრო მალე დაესმება, ქუთაისში ახალი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები მით უფრო მალე დაიწყება“, – დასძინა გოგორიშვილმა.