ხატია თვაურის ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორისგან განმარტებებს ითხოვენ
ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში მყოფი 17 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები ძალის გამოყენებით ხეჩინაშვილის კლინიკაში შევიდნენ, შემდეგ კი საავადმყოფოს დირექტორის, გიგა ჯიქიას კაბინეტში ავიდნენ და მისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.
გიგა ჯიქიამ საკუთარი კაბინეტი უკომენტაროდ დატოვა.
ამის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც ხატია თვაურის ოჯახის წევრებს, კლასელებსა და მეგობრებს შენობა დაატოვებინა.
ამ დროისთვის აქცია კლინიკის ეზოში გრძელდება. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
კომაში მყოფი ხატია თვაურის ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ იმ ექიმთან შეხვედრას, რომელმაც გოგონას ოპერაცია ჩაუტარა.