ხატია თვაურის ოჯახი პროკურატურას მიმართავს, დამნაშვე მედპერსონალი დაისაჯოს
ხეჩინაშვილის კლინიკასთან შეკრებილმა ხატია თვაურის ოჯახის წევრებმა ტერიტორია დატოვეს.
გოგონას ოჯახის წევრება და ახლობლებმა კლინიკაში დღეს აქცია გამართეს და იმ ექიმთან შეხვედრას მოითხოვდნენ, ვინც ხატია თვაურს ოპერაცია ჩაუტარა.
დაზარალებულის დედის, თეო სიდამონიძის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება და შიმშილობას დაიწყებენ.
ოჯახის წევრები ხატია თვაურის მკურნალობის გაგრძელებას უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ითოვენ.
ამასთან, ოჯახი პროკურატურას მიმართავს, რომ საქმის დროული გამოძიება მოხდეს და დამნაშავე მედპერსონალი სათანადოდ დაისაჯოს .
თეო სიდამონიძის განცხადებით, მისი შვილი, რომელიც ინტენსიურ განყოფილებაშია, ნოემბრის შემდეგ მართვით სუნთქვაზეა. ოჯახი ითხოვს, გოგონას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდეს.
დღეს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხატიას ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეგობრები და კლასელები იყვნენ შეკრებილები.
18 წლის ხატია თვაურმა ხუთი თვის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
ოჯახის წევრების თქმით, ოპერაციიდან ნახევარ საათში მას კომატოზური მდგომარეობა შეექმნა.
აქციის მიმდინარეობისას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ოჯახთან შესახვედრად არავინ გამოსულა .