ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს რომ დაექვემდებაროს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა
შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს რომ დაექვემდებაროს, საჭიროა ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
„მუშავდება კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, თუმცა შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. იმისთვის რომ შეწყალების კომისიამ იმუშაოს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ, საჭიროა ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღება და ამ თემაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვლმა.