ხატია დეკანოიძე - ვისაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, საჭიროა აქტიურობა
ხატია დეკანოიძე - ვისაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, საჭიროა აქტიურობა

ვისაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, საჭიროა აქტიურობა არა მარტო ოჯახის მხრიდან, არამედ ოპოზიციის ან ზოგადად მისი მეგობრების მხრიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა გააკეთა განცხადება იმ საფუძველზე, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება მიიღებს ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას. ამიტომ საჭიროა შესაბამისად აქტიურობა არა მხოლოდ ოჯახის მხრიდან, არამედ ჩვენი მხრიდან, პარტიის მხრიდან, თუნდაც ოპოზიციის ან ზოგადად მისი მეგობრების მხრიდან. ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ცდილობს და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის.

ეს აქტიურობა არ შეწყდება, გრძელდება. რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩემი ძალიან ღრმა რწმენით უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.