ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, კეზერაშვილის საქმის განაჩენი პირდაპირ კავშირშია იმ მდგომარეობასთან, რა დამოკიდებულებაც აქვს „ქართულ ოცნებას“ თავისუფალი მედიის მიმართ
უპირველესად, ეს არის საფრთხე, რომელიც არის „ფორმულას“ წინააღმდეგ. ასეთი განწყობა „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნათელია მმართველი გუნდის დამოკიდებულება თავისუფალი მედიის მიმართ.
„თავისუფალი მედიის დამფუძნებლებსა და წარმომადგენლებს უქმნიან ფინანსურ საფრთხეს, მათ შორის ფინანსური სანქციებით, დაჭერებით და ა.შ., რომ თავისუფალი მედია დაიხუროს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზუსტად პირდაპირ კავშირშია ამ საქმის განხილვა და განაჩენის გამოტანა იმ მდგომარეობასთან, რა დამოკიდებულებაც აქვს „ქართულ ოცნებას“ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.