ხატია დეკანოიძე - უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას
ხატია დეკანოიძე - უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას

უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მათი მყარი პოზიციაა. ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ასეთი პოზიცია ექნება საქართველოს ბევრ საერთაშორისო პარტნიორს.

„ივანიშვილი არის პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ორიგარქი, რომელიც აკონტროლებს ქვეყანას. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ბოლო პრეცედენტი იყო მოლდოვაში. შესაბამისად, ოლიგარქის დასანქცირება ახლა არის მთავარი ამოცანა, რადგან იგი ნაწილობრივ არის სანქცირებული, მათ შორის შვეიცარიული ბანკის მიერ, რომელმაც საეჭვო კალათაში გადააგდო მისი კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებით ივანიშვილის პოზიციის გამო არის საეჭვო კალათაში. შესაბამისად, ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა. უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვინც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი პოზიცია ექნება ჩვენს ბევრ საერთაშორისო პარტნიორს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.