ხატია დეკანოიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება
ხატია დეკანოიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

„ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

როგორც ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ აქვს გადაწყვეტილი არცერთ პარტიაში გადასვლა.

„შალვა პაპუაშვილი ჩემს პოლიტიკურ მომავალზე ნუ ღელავს. ჩემი საკუთარი პლატფორმის შექმნაზე ვფიქრობ. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ადამიანების იდეური ერთობა იყოს. ამიტომ ჯერ არცერთ პარტიაში წასვლა გადაწყვეტილი არ მაქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვბრუნდები“, – განაცხადა დეკანოიძემ.