ხატია დეკანოიძე - თუ დადგინდება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პროექტების დასანქცირება
ხატია დეკანოიძე - თუ დადგინდება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პროექტების დასანქცირება

თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების დასანქცირება, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს.

„ძალიან საინტერესო იქნება ჯიმ ო’ბრაიენისა და დევიდ ო’სალივანის განცხადებები მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში ვიზიტით ჩამოვლენ და შეხვდებიან ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ზუსტად საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს არ უერთდებიან და ამ დროს ჩნდება პრობლემა სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების გამოყენების კუთხით, რუსეთის მხრიდან, პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების დასანქცირება, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ მათი ვიზიტი, განსაკუთრებით ამ პირობებში და განსაკუთრებით ო’ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებაა ძირითადად პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება საერთაშორისო სანქციების განხორციელების და შესრულების კონტექსტში.

არ მაქვს ინფორმაცია, ვიზიტის ფარგლებში ხვდებიან თუ არა ოპოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, პირველ რიგში, საერთაშორისო სანქციების შესრულება. ჩვენ ვიცით, რომ ელექტრონულ ტვირთებზე და გადაზიდვაზე ამ კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემებია“,- განაცხადა დეკანოიძემ.