ხატია დეკანოიძე - „თავდაცვის კოდექსი“, რეალურად, თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის არ არის მომზადებული
უმჯობესი იქნებოდა, „თავდაცვის კოდექსი“ გაცილებით უკეთ დამუშავებულიყო და პარტნიორებთან ყოფილიყო გავლილი, განხილვა კი სექტემბრისთვის ყოფილიყო გადატანილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსი“, რეალურად, თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის არ არის მომზადებული.
„არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება უნდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც თავად შექმნეს ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. არის გარკვეული მუხლები, რაც შეიძლება, გავიზიაროთ, მაგრამ, ზოგადად, არსებული ზერელე დამოკიდებულებაა, პოლიტიკური რეპრესიები იქნება, რაც მალე გამოჩნდება და ეს იქნება წინასაარჩევნოდ გაწვევის დროს. მნიშვნელოვანია, გაცილებით უფრო უკეთ დამუშავებულიყო და პარტნიორებთან ყოფილიყო გავლილი და განხილვა სექტემბრისთვის ყოფილიყო გადატანილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.