ხატია დეკანოიძე - შემიძლია „ქართულ ოცნებას“ შევპირდე, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისის გამწვავება თუ გადაწყვიტეს და დაიწყეს დაკავება ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ეს ძალიან გაუჭირდებათ
ძალიან მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, რადგან არალეგიტიმური პარლამენტი რა განცხადებას გააკეთებს და მორჩილი უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ არის პარლამენტარიზმის როლში გაწერილი განცხადება, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ძალიან გაუჭირდებათ ნიკა მელიას დაჭერა.
„ერთი რამ შემიძლია, შევპირდე „ქართულ ოცნებას“, თუ ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური კრიზისი და დაიწყონ დაკავება ადამიანების, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ეს მათ ძალიან გაუჭირდებათ. ამ ქვეყანაში არ სასამართლო არსებობს და არც პარლამენტი, არც სხვა ინსტიტუტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ. ნიკა მელიას დაჭრა გაუჭირდებათ, რადგან ეს ადამიანი სიმართლის მხარეს არის, როდესაც სიმართლე არის ადამიანის მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა არის სიმართლის მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გავრილოვის ღამის სასამართლო და გავრილიადის გაგრძელება, ეს არის ზუსტად ის, რასაც ითხოვდა პუტინი, კარასინი და ლავროვი. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ასრულებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.