ხატია დეკანოიძე - საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა
ხატია დეკანოიძე - საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა

„ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევა ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანობის დამსახურებაა.

როგორც დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო.

„ეს არის ახალგაზრდების და მათი პროტესტის დამსახურება, ვინც არ შეუშინდა დარბევას, მოწამვლას, გაზს. ეს არის საზოგადოების ერთიანობის დამსახურება – ყველა ადამიანის. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა, როგორც ევროპული საზოგადოება. „ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, საქართველო რუსეთში არ დაბრუნდება და ეს იყო ახალგაზრდების გზავნილი. უმრავლესობას სახეზე ეტყობოდა, როგორი იყო მათი მორალური მდგომარეობა – ბიძინა ივანიშვილმა მორალურად გაანადგურა ეს ადამიანები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.