ხატია დეკანოიძე - საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის მადლობა პარტნიორებს
საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელზეც ვენეციის კომისია, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ახლა უკვე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან ღიად და ხმამაღლა საუბრობენ. ამიტომ საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები და სწორედ, აი, ამ გზისთვის, ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ კენჭისყრაზე უნდა დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი, ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის მიმართავენ.