ხატია დეკანოიძე - საქართველოს არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რაც კარგია კოალიციური მმართველობისთვის
ხატია დეკანოიძე - საქართველოს არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რაც კარგია კოალიციური მმართველობისთვის

საქართველოს არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, ეს კარგია კოალიციური მმართველობისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი.

„დავით საყვარელიძის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ლიდერობით. რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, ახლა საქართველოს არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, ეს კარგია კოალიციური მმართველობისთვის, ამიტომ ვფიქრობ, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველას გვესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის აუცილებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ქართული საზოგადოება ელოდება ქართველი ზელენსკის გამოჩენას და შესაძლოა, ეს უახლოეს ხანში მოხდეს.