ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, არადა, ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა
ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, არადა, ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა

სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, არადა, ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას ყველანაირად შეეწინააღმდეგება, იქნება ეს პროცედურული ომი თუ სხვა ნაბიჯები.

„პარტია „ქართული ოცნება“ კლანს გადაება. სამწუხაროა, რომ გირგვლიანის მოსამართლის გავლენების შესწავლას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა, არადა, ხელისუფლებაში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა. ოპოზიციის მობილიზაციამ იმუშავა. კარგია, მათ გამოაჩინეს, რომ არც კლანის შესწავლა აინტერესებთ და მხოლოდ მათ იცავენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა.