მამუკა მდინარაძეს ვურჩევდი, გადახედოს ჩვენს სარჩელებს, რომელიც შევიტანეთ სასამართლოში და ფაქტობრივად, არც განიხილეს; საგამოძიებო კომისია არის ფარსი და ფარისევლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 4 თებერვალს განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიაში ყველა ოპოზიციონერს შეუძლია, ჩაერთოს და თავად დაამტკიცოს, რასაც ამბობს.
„ბატონ მამუკა მდინარაძეს ვურჩევდი, გადახედოს ჩვენს სარჩელებს, რომელიც შევიტანეთ სასამართლოში და ფაქტობრივად, არც განიხილეს. საგამოძიებო კომისია ეს არის ფარსი და ფარისევლობა, შეუძლიათ, ბატონი ინჯია მიიწვიონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 5 თებერვალს დარეგისტრირდა.