ხატია დეკანოიძე - როგორ შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას ან რაიმე განცხადებას სერიოზულად მოეკიდო ადამიანი
ხატია დეკანოიძე - როგორ შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას ან რაიმე განცხადებას სერიოზულად მოეკიდო ადამიანი

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ცხრა წლის ასე ვთქვათ მინიშნება, ძახილი და ცოტა ამაზრზენი და უხერხული ლექსიკა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება საერთოდ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას ან რაიმე განცხადებას სერიოზულად მოეკიდო ადამიანი. მაგრამ ერთი, რაც მინდა, ვთქვა, რომ ეს ადამიანი ერთხელ იყო პრემიერ-მინისტრი, შემდეგ გააგდეს პრემიერ-მინისტრობიდან, ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა და ჩემი ბოლო სიტყვები მის მიმართ იყო შემდეგი: გაჩუმდით ბატონო ბიძინა, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ისაუბროთ. ანუ მისი სახით იყო წარმდგარი ივანიშვილი. ანუ არაფერი არც ვაქცინაციაზე, არც ეკონომიკური პარამეტრების ზრდაზე, არც შიმშილზე, საერთოდ არაფერი. ეს იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ცხრა წლის ასე ვთქვათ მინიშნება, ძახილი და ცოტა ამაზრზენი და უხერხული ლექსიკა. მე რაც შევატყვე, უმრავლესობის დიდი ნაწილი საკმაოდ გაკვირვებულიც კი იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა ცინიკურობა და თავხედობა იყო. არ მიკვირს მე ირაკლი ღარიბაშვილისგან. რომ გითხრათ, რამე სხვას, კონკრეტულს ველოდი, ნამდვილად მოგატყუებთ“, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.