ხატია დეკანოიძე - რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე  
ხატია დეკანოიძე - რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე  

რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, რატი ბრეგაძესთან კითხვები არ აქვს.

„ეს ადამიანი აუცილებლად წარდგება ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე. ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. წარმოდგენაც არ მინდა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩემი სათქმელი ვუთხარი. მასთან რა კითხვა უნდა მქონდეს? ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, რომელიც კლავს მესამე პრეზიდენტს, ჩემი, ჩემი მეგობრების სათქმელი ვუთხარი. ასევე, სათქმელი ვუთხარი საქართველოს საზოგადოების სახელით და მასთან ჩვენ კითხვები არ გვაქვს. ასევე, იცით, რომ ჩემი მეგობრების შიმშილობის მეორე დღეა. მნიშვნელოვანია, მათ ძალები დაზოგონ და მართებულია, დავტოვოთ სხდომა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.