ხატია დეკანოიძე - რაც 7 ნოემბერს მოხდა, დადებითად, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი
რაც 7 ნოემბერს მოხდა, დადებითად, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„არაერთხელ მაქვს შეფასებული 7 ნოემბერი. ცუდია ძალიან, ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში იმ ადამიანებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის, ადამიანის სიცოცხლის დაცვის, თავისუფალი სასამართლოს დაცვის იდეით მოვიდნენ, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როგორი კონფორმისტული დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებასთან. თორე, იმას, რაც იყო ამ დღეს, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ“, – განაცხადა დეკანოიძემ.