ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, რათა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების საჭიროებას ვერ ხედავს.
დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, რათა დეკემბერში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.
„ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია. საუბარი არ არის იმაზე, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას. საუბარია, რომ, შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს წარმოსახვაში „ქართულ ოცნებას“, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველა მზადაა პარლამენტში, ეს მოდელები განვიხილოთ, თუმცა მათი პასუხი იყო, რომ ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი მოყვანილი და დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.