ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა რამდენიმე საკითხზე მოუწევს, მათ შორის იქნება ოფშორების კანონი, რომელსაც აუცილებლად დავესწრები
„ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა რამდენიმე საკითხზე მოუწევს, მათ შორის იქნება ოფშორების კანონი, რომელსაც აუცილებლად დავესწრები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ვეტოს დაძლევისას იგი იქნება როგორც კომიტეტზე, ისე სასესიო დარბაზში.
„ვაპირებ, ყველა ვეტოს დაძლევაზე პარლამენტში ვიყო, მათ შორის კომიტეტზე თუ სასესიო დარბაზში. ეს არის იმ ადამიანების მოთხოვნების შესაბამისი, რაც საქართველოს მიმართ არის. ეს არის სოლიდარობა პრეზიდენტის მიმართაც. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა რამდენიმე საკითხზე მოუწევს, მათ შორის იქნება ოფშორების კანონი, კვოტების და რუსულ კანონმდებლობის, რომელსაც აუცილებლად დავესწრები. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ყველა ვეტოზე იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.