ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი ათვლის წერტილის დაანონსება და შემდეგ მოლოდინების განელება იწვევს გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩეველის იმედგაცრუებას, აქ ფრთხილი ვიქნებოდი
ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატია, როგორ შევცვალოთ რეჟიმი ყველას აქტიური ჩართულობით, მაგრამ ათვლის წერტილებზე ცოტა თავშეკავებული და ფრთხილი ვიქნებოდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, 24 თებერვლის აქციაზე დასწრებას აპირებს.
„მე გუშინ განვაცხადე, რომ 24 თებერვალს, იმ შემთხვევაში, თუ არ ვიქნები ფაქტების მისიის დამდგენი კომისიის წევრი უკრაინაში, შევუერთდები ამ აქციას, რადგან ჩემთვის უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი, არამედ პოლიტიკური საკითხია. ეს არის ჩემთვის ძალიან პიროვნული, მათ შორის, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი. რაც შეეხება ათვლის წერტილების დაანონსებას, აქ ფრთხილი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი ათვლის წერტილის დაანონსება ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ მოლოდინების განელება იწვევს გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩევლის იმედგაცრუებას. ამიტომ, მოდით, ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატია, როგორ შევცვალოთ რეჟიმი ყველას აქტიური ჩართულობით, მაგრამ ათვლის წერტილებზე ცოტა თავშეკავებული და ფრთხილი ვიქნებოდი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.